სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის პრეზენტაცია

დრო: 2014-06-16 00:00:00

12 ივნისს, სამთავრობო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ სამრეწველო დანიშნულების ობიექტზე, თბილისში, ორხევის დასახლებაში გაიმართა. ღონისძიებას სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უძღვებოდნენ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ობიექტის მიწის ფართი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით 15 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული ინფრასტრუქტურული ობიექტის საბაზრო ღირებულება 430 000 ლარია. სახელმწიფო კი მას პროგრამით დაინტერესებულ მეწარმეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემს. პროგრამის თანახმად, მეწარმე ვალდებულია აღნიშნულ ქონებაზე განახორციელოს ექვსმაგი ოდენობის ინვესტიცია და 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროდუქციის გამოშვება.

ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტს ადმინისტრირებას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უწევს. პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებული სახელმწიფო ქონება წარმოდგენილია ვებ-გვრედზე www.nasp.gov.ge