პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება
დრო: 2014-08-01 00:00:00
2014 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესულ ცვლილებებზე, რომლის ინიცირება მთავრობის დადგენილებაში ბენეფიციართა რიცხვის გასაზრდელად განხორციელდა.
ცვლილებების თანახმად, მოიხსნა სესხის მოცულობის ზედა ზღვარი, რომელიც გახლდათ 2 მლნ აშშ დოლარი. ასევე, მოხდება არა მხოლოდ დამწყები საწარმოების ხელშეწყობა, არამედ არსებული ბიზნესების გაფართოება.
დღეიდან უკვე დაინტერესებულ მეწარმეებს შეეძლებათ მიმართონ ბანკს და ისარგებლონ სესხზე შეღავათიანი პირობებით, რათა მოახდინონ არსებული ბიზნესის გაფართოება ან გადაიარაღება. აღნიშნული აამაღლებს არსებული საწარმოების პროდუქტიულობას და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.