www.privatization.ge-ს ფუნქციონალი უკვე სააგენტოს ვებ-გვერდზე

დრო: 2014-08-19 00:00:00

სააგენტოს ვებ-გვერდს, რომელიც მუდმივი განვითარებისა და დახვეწის რეჟიმშია, ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ კი, განხორციელდა პრივატიზების ბმულის - www.privatization.geსააგენტოს ვებ-გვერდზე ინტეგრირება. დღეიდან, მომხმარებელს საშუალება აქვს სააგენტოს ვებ-გვერდზე მოიძიოს პრივატიზების ბმულზე არსებული ისეთი ინფორმაციები, როგორიც არის აუქციონების შედეგები, მიმდინარე აუქციონები და არქივი. ასევე, მომხმარებელი, რომელიც www.privatization.ge-ზე შემოვა, ავტომატურად გადამისამართდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

აღნიშნულ  პროექტზე მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სსიპ „სმარტ-ლოჯიკთან“ და შპს „არტმედიასთან“ ერთად მუშაობდა. სამუშაოები მოიცავდა პროგრამულ უზრუნველყოფას და სერვერის უსაფრთხოების ზომების დაცვას.

მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განაგრძობს სააგენტოს საიტის ფუნქციურ და ინფორმაციულ განვითარებას, რომ მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება გახდეს მაქსიმალურად ეფექტური, ხარისხიანი და გამჭვირვალე.