სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

დრო: 2014-08-19 00:00:00

19 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უანგაროდ გაიღეს სისხლი, რითიც თანადგომა გამოხტეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. აღნიშნული აქცია თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მხარდაჭერით განხორციელდა. 

შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. უანგარო დონაციის ფარგლებში, თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მობილურმა ჯგუფმა უწყების თანამშრომლებისათვის ადგილზე იმუშავა.