პირველმა მომხმარებელმა უკვე მიიღო SMS შეტყობინება საქმისწარმოების დასრულების შესახებ
დრო: 2014-11-17 00:00:00
დღეიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მომხმარებლები საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციას სმს შეტყობინების სახით მიიღებენ.
ოპერატორის მიერ წერილის გატარების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერისთანავე მოქალაქესთან ავტომატურად მივა სმს შეტყობინება მისი განაცხადის წარმოებაში მიღების შესახებ. მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებშიც:
· განაცხადის რეგისტრაციის დროს;
· განაცხადზე ხარვეზის დადგენის და განხილვის ვადის შეჩერების შემთხვევაში;
· წერილის განხილვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში;
· გადაწყვეტილების მომზადების შემთხვევაში;
· წერილის ჩამოწერის შემთხვევაში.
სააგენტოში აღნიშნული სიახლის დასანერგად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთობლივად იმუშავეს საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების, დაგეგმვისა და კონტროლის და კორესპონდენციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.