საქმისწარმოების ვადებთან დაკავშირებით სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

დრო: 2014-11-17 00:00:00

2014 წლის 15 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს საქმისწარმოების ვადებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ. 
ტრენინგი მიზნად ისახავდა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით თანამშრომლების ინფორმირებას, ვადის მნიშვნელობისა და საქმისწარმოების ვადის დაცვით განხორციელების სამართლებრივი შედეგების შესახებ. 
სატრენინგო კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა ტესტირებას საქმისწარმოების ვადების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნის შეფასების მიზნით. ტრენინგს 180 თანამშრომელი ესწრებოდა. აღნიშნული ტრენინგი გააუმჯობესებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე თანამშრომლების მხრიდან დროულად და ვადების დაცვით რეაგირებას და ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის.