მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში მონიტორები დამონტაჟდება
დრო: 2014-11-21 00:00:00
სააგენტოს მომსახურების რეგიონულ ცენტრებში საინფორმაციო მონიტორები დამონტაჟდება. მონიტორების მეშვეობით მოქალაქეები შემდეგი სახის ინფორმაციას გაეცნობიან:
სააგენტოს ვებ-გვერდზე, შეთავაზებების მოდულში არსებული საპრივატიზებოდ გამოტანილი ქონებები რეგიონების მიხედვით;
· სახელმწიფო პროგრამისათვის „აწარმოე საქართველოში“ იდენტიფიცირებული ქონებები;
· სააგენტოს სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის მიზანია ლოკალურ დონეზე საპრივატიზებო ქონებების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მონიტორი უკვე დამონტაჟდა სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრში. მსგავსი მონიტორების დამონტაჟება ეტაპობრივად სააგენტოს ყველა მომსახურების ცენტრში განხორციელდება.
მონიტორებზე განსათავსებელი ინფორმაცია მუდმივად განახლდება სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.