საქართველოში გერმანული საერთაშორისო სკოლის ასაშენებლად შეთანხმება გაფორმდა
დრო: 2014-12-10 00:00:00
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის დოქტორ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში, გერმანულმა და ქართულმა მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს.
ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გადასცა, სადაც სკოლის ახალი შენობა აშენდება.
შეთანხმებას ხელი გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე დანელიამ მოაწერა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის მიწის გადაცემა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო საგანმანათლებო ურთიერთობის თვალსაზრისით.