სააგენტომ 155 კოოპერატივს შეღავათიან ფასში საკუთრებაში 440 ერთეული აგროტექნიკის კომპლექტი გადასცა
დრო: 2015-03-31 00:00:00
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N165 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით 155 კოოპერატივს შეღავათიან ფასში საკუთრებაში 440 ერთეული აგროტექნიკის კომპლექტი გადასცა, რომლის ღირებულებაც ჯამში 396 000 ლარს შეადგენს. კომპლექტი მოიცავს მოტობლოკის ერთ კომპლექტს (მოტობლოკი, გუთანი, კულტივატორი, სათიბელა) და ერთ ხელის სათესს. კოოპერატივებს ასევე 53 ერთეული დამატებითი ხელის სათესი სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ. აღნიშნული ქონების გადაცემა სააგენტოში უზრუნველყო მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურმა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული, სააგენტო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.