სააგენტომ აბაშიძის N17/4 (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) ელექტრონული აუქციონის ფორმით გაყიდა
დრო: 2015-03-31 00:00:00
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 3555000 აშშ დოლარად გაყიდა.
სააგენტომ აღნიშნული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ პირობიანი ფორმით გამოიტანა. მყიდველმა აღნიშნულ საპრივატიზებო ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 150 ნომრიანი) ან სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა უნდა განახორციელოს.
უძრავი ქონება 3 555 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს „PASHA Development“-მა.