არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებმა საპრივატიზებო ობიექტები დაათვალიერეს
დრო: 2015-05-25 00:00:00
19 მაისს არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან წარმოდგენილი კომპანიები, ძირითადად, ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის და წარმოების სექტორებში საქმიანობენ.
ფორუმის მეორე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ცეცხლაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს დელეგაციას საპრივატიზებო ობიექტები დაათვალიერებინეს, კერძოდ:
• წყნეთის სამთავრობო აგარაკები;
• ეროვნული ბანკის შენობა;
• თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი.
დელეგაციას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს გაყიდვების სამსახურის თანამშრომელი ზურაბ გვასალია ახლდა, რომელმაც სტუმრებს გასაყიდი ობიექტები დაათვალიერებინა და დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა მათ შესახებ.