აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი „EEU“ ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს
დრო: 2016-12-12 12:05:45
ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარედ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი „EEU“ ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად საჭირო 8287 კვ.მ. მიწის ფართობი ინვესტორებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სხელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 328 000 ლარად შეიძინეს. ახალ უნივერსიტეტში მოეწყობა რამოდენიმე სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, ბიზნეს აქსელატორი, ლაბორატორიები, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლიტერატურის მაღაზია, საცურაო აუზი, სპორტული და რეკრეაციული მოედნები.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთი ფალკუტეტი და ხორციელდება შვიდი საბაკალავრო, შვიდი სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა. ამჟამად უნივერსიეტში 1000-მდე სტუდენტი ირიცხება. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სამომავლოდ აგრო-მენეჯმენტის მიმართულებით აგროტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური პროექტების დანერგვას აპირებენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ასევე ჩართულია Erasmus+ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მაგისტრატურის სტუდენტები სწავლას აგრძელებენ ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ბრატისლავას, ტალინის, რიგის და კონსტანტას უნივერსიტეტებში. თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში.