თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო ქონება იყიდება
დრო: 2016-12-15 11:46:11
ქალაქ თბილისში, რუსთაველის 28-ში მდებარე შენობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მეოთხე სართულზე 729კვ.მ ფართს და მეხუთე სართულზე 1025,34 კვ.მ. ფართს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. უძრავი ქონება მდებარეობს სახელმწიფო ოპერის მოპირდაპირე მხარეს და მიმზიდველია, როგორც საოფისე, ასევე სხვა მრავალი დანიშნულებით გამოყენებისთვის. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/384183 ; https://www.eauction.ge/Home/EntityView/384193