ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თხილისა და დაფნის საწარმო შეიქმნება
დრო: 2017-01-12 17:10:18
ქვედა ჩხოროწყუში შპს „ჯუმითი 2014“–ი თხილისა და დაფნის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის. კომპანია აღნიშნული მიმართულებით 127 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 10 ადამიანი მუდმივად, ხოლო 50 პერიოდულად დასაქმდება. კომპანია წლიურად 120 ტონა თხილის გულის და სულ მცირე 90 ტონა გამომშრალი დაფნის წარმოებას გეგმავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ჯუმითი 2014“–ს ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 220 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 493 300 000 ლარს.