სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
დრო: 2026-10-06 14:10:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 22 ახალგაზრდას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააგენტოს საქმიანობას, სტაჟირების პროგრამასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

სტაჟირების პროგრამა სააგენტოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, მომსახურების მხარდაჭერას, სახელმწიფო საწარმოებთან ურთიერთობას, ადამიანური რესურსების მართვას, იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობასა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებას.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს
დრო: 2026-09-02 17:09:00

 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შემდეგ დეპარტამენტებში:

 

 

 

მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურის სტაჟიორი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის სტაჟიორი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის პირდაპირი მიყიდვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სამსახურის სტაჟიორი

რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტის მიწის კუთვნილების განსაზღვრის სამსახურის სტაჟიორი

დასავლეთ საქართველოს (სამტრედიის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

დასავლეთ საქართველოს (ფოთის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

დასავლეთ საქართველოს (ფოთის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

დასავლეთ საქართველოს (ქუთაისის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

დასავლეთ საქართველოს (ქუთაისის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

კახეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

კახეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

სახელმწიფო საწარმოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფინანსური ანალიზის სამსახურის სტაჟიორი

სახელმწიფო საწარმოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის სტაჟიორი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამსახურის სტაჟიორი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის სტაჟიორი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის სტაჟიორი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტაჟიორი

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საინფორმაციო და მომსახურების ხარისხის მართვის სამსახურის სტაჟიორი

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის სტაჟიორი

მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი

იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სტაჟიორი

 

 

 

ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვმ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა
დრო: 2026-06-03 11:06:00

ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვმ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

„თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ფონდის მხრიდან ერგო აჭარა-გურიის რეგიონს. ამჯერადაც მსგავსი ტიპის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე - ფონდი „ქართუ“ გადასცემს ჩუქების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთს, რომელიც მოხმარდება ახალი პარკის მოწყობას. კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი სივრცე დაემატება ამ რეგიონს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტულ ნაკადებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების დასვენებას“, - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
დრო: 2026-04-02 16:04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა.

სააგენტომ გამოაცხადა 112 ელექტრონული აუქციონი და  გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას.

შეგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eauction.ge/

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა
დრო: 2026-01-14 14:01:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წელს პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო საქმიანობის  შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად - 217 236 571 ლარი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც წლიური გეგმა  213 000 000 ლარს შეადგენდა.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აუქციონის წესით 529 ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების გასხვისებასაც ელექტრონული აუქციონის ფორმით. 2025 წელს  გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 12 047 986 ლარი შეადგინა. 

ელექტრონულ პორტალზე eauction.ge-ზე რეგისტრაცია და აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - საკუთარი სარეალიზაციო ქონების განთავსების მიზნით.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას. პრივატიზების პროცესი სრულად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე ვადაში გახდნენ სახელმწიფო აქტივების მესაკუთრეები.

ბავშვთთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
დრო: 2025-09-05 11:09:00

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს სპორტის აკადემია 2025-ს, 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პროგრამის პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, 200 ადამიანის ტევადობის ტრიბუნა და ავტოსადგომი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის”, მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის  ხელშეწყობა.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება
დრო: 2025-09-02 15:09:00

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2025 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო დაწესებულებებში 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო აცხადებს 48 ვაკანტურ პოზიციას თბილისისა და რეგიონულ დეპარტამენტებში. სააგენტოში სტაჟირების მსურველებმა 10 სექტემბრის  ჩათვლით განაცხადი უნდა გააკეთონ საიტზე: www.hr.gov.ge; მითითებულ საიტზე შესაძლებელია სტაჟირებასთან დაკავშირებული ზოგადი ან კონკრეტული ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა.

 

  • პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატის დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა), ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
  • კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი.

იხილეთ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი:

ადამიანური რესურსების მართვის დეპატრამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93891?active=1

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93883?active=1

ადმინისტრაციული დეპარტამენტის კორესპონდენციის მართვის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93834?active=1

იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93889?active=1

რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტის მიწის კუთვნილების განსაზღვრის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94732?active=1

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93898?active=1

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის პირდაპირი მიყიდვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93902?active=1

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93904?active=1

მოძრავი ქონების შეფასების დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93910?active=1

მოძრავი ქონების გაყიდვებისა და სავაჭრო ობიექტების მართვის დეპარტამენტის მოძრავი ქონების გაყიდვების სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93935?active=1

სახელმწიფო საწარმოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94007?active=1

მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93913?active=1

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მომხმარებლთა მომსახურების სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93873?active=1

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93900?active=1

მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93916?active=1

მოძრავი ქონების მიღებისა და აღრიცხვის დეპარტამენტის მოძრავი ქონების აღრიცხვის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93946?active=1

მოძრავი ქონების მიღებისა და აღრიცხვის დეპარტამენტის სასაწყობე მეურნეობის მართვის სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93950?active=1

ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93894?active=1

ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93886?active=1

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93915?active=1

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93932?active=1

კახეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93943?active=1

კახეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93939?active=1

დასავლეთ საქართველოს (სამტრედიის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93996?active=1

დასავლეთ საქართველოს (ქუთაისის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93988?active=1

დასავლეთ საქართველოს (ქუთაისის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93981?active=1

დასავლეთ საქართველოს (ფოთის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93972?active=1

დასავლეთ საქართველოს (ფოთის) რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93966?active=1

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93876?active=1

 

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 136.13%-ით შესრულდა
დრო: 2025-08-05 12:08:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ 2 კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა,  შესრულებულია 59.3%-ით.

საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა.

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროაქტიულად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები.

ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე: www.eauction.ge

 

 

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
დრო: 2025-07-18 13:07:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის  ხელშეწყობა.

დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით  გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერადი აღნაგობის უფლების საზღაური შეადგენს 1 ლარს, ხოლო სარგებლობის მეთერთმეტე და შემდგომ წლებში, აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის/განვითარების საინვესტიციო პროექტს და რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

მეწარმე სუბიექტის მოთხოვნა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე წარედგინება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის შესაძლებლობის მოკვლევის შემდგომ, საკითხს განსახილველად წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს, აღნაგობის უფლებით გადასაცემი სავარაუდო უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაცნობის მიზნით წარმოგიდგენთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას:

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 177 პირს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ
დრო: 2025-05-07 14:05:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 177 ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად საკუთრებაში გადასცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 256 ერთეული სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული პირები მრავალი წლის განმავლობაში ფლობენ და ამუშავებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებს, თუმცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ ქონის გამო, მოსახლეობა ვერ სარგებლობდა  სადაზღვევო სერვისით და სტიქიის შემთხვევაში, ვერ ახერხებდნენ ზარალის თავიდან აცილებას. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერების მიერ წარმოებული აგრო პროდუქციის ზრდას და მათი სოციალურ-ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის  პროგრამის“ ფარგლებში მოიჯარეებმა მიწის ნაკვეთები გამოისყიდეს
დრო: 2025-05-06 12:05:00

წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  14 მოიჯარეს:  მცხეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 14 ერთეული, ჯამურად - 43.245 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.

უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 1 296 164 ლარს შეადგენს, ხოლო დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ჯამურად 972 125 ლარად (საბაზრო ფასის 75%) საკუთრებაში გადაეცემათ. გადაწყვეტილება  მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ვრცელდება, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები  და მოიჯარეეებს აძლევს აღნიშნული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესაძლებლობას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

მთლიანობაში,   2020 წლიდან დღემდე პროგრამით 274 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 337 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 26,905,363 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 101%-ით შესრულდა
დრო: 2025-04-04 14:04:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 101.41%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების  შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ  ჯამში  44 517 925 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 43 900 000 ლარს შეადგენდა.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 202 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდული ქონებების ოდენობამ ჯამში 133 ობიექტი შეადგინა.

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. პირველი კვარტლის მონაცემებით,  გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 3 766 866 ლარი შეადგინა, ხოლო გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა 6 509-ს უტოლდება.

ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა. პორტალზე რეგისტრაცია და ელექტრონული აუქციონის ფორმატში საკუთარი სარეალიზაციო პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.