სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” განცხადება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში გამართულ საპროტესტო აქციის თაობაზე
დრო: 2021-05-15 16:05:00

გაცნობებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 4 მიწის ნაკვეთის (ჯამური ფართობი 28.8 ჰა) პრივატიზების მიზნით 2021 წლის 30 მარტს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონები და დასრულდა 15 აპრილს. აღსანიშნავია, რომ აუქციონები გამოცხადდა საპრივატიზებო პროცედურების სრული დაცვით, მათ შორის წარმოდგენილი იყო  ადგილობრივი თვითმმართველობის დადებითი პოზიცია დასახელებული მიწის ნაკვეთების განკარგვის თაობაზე. უძრავი ქონებაზე არ ფიქსირდება იჯარით სარგებლობის უფლება, შესაბამისად არ არსებობდა პრივატიზების დამაბრკოლებელი გარემოება. 
ელექტრონული აუქციონები მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ქონდა მონაწილეობა მიეღო ვაჭრობაში.  აუქციონებში დაფიქსირდა მონაწილეთა სიმრავლე და კონკურენციის შედეგად გამარჯვებულ პირად გამოვლინდა შპს აგროინდუსტრია.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით კომპანია ვალდებულია 3 წლის ვადაში უზრუნველყოს მიწის ნაკვეთბის ჯამური ფართობის  არანაკლებ 60%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც მინიმუმ  86 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას.

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა
დრო: 2021-04-16 17:04:00

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები წარმატებით დაასრულა. აუქციონების დასრულებამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ვაჭრობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა დაუბრკოლებლად დაეფიქსირებინა საკუთარი შეთავაზება. პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები. სააგენტომ ბიზნეს სექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი ორმოცი მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. პრივატიზებულ ქონებას შორის არის სახელმწიფო საწარმო თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილი. შეგახსენებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში პრივატიზებულია 151,878,251 ლარის ღირებულების 224 ერთეული ქონება. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს საპრივატიზებო რუკაზე ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებების ინიცირებას და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.

განცხადება
დრო: 2021-04-13 21:04:00

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 13 აპრილს 16:30 საათიდან - 17:45 საათამდე ინტერვალში ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge დაფიქსირდა ტექნიკური შეფერხება, რის შედეგადაც მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო ვებგვერდზე სასურველი მოქმედებების განხორციელება. შესაბამისი ჯგუფი სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად, მუშაობს ხარვეზის დეტალური მიზეზების დასადგენად.

 რაც შეეხება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ აუქციონებს, რომელთა დასრულების დროდ მითითებული იყო აღნიშნული ინტერვალი, მათი მიმდინარეობა გაგრძელდება 2 დღით. აუქციონების ვადის გახანგრძლივების შესახებ, განხორციელდება აუქციონებში მონაწილე ყველა პირის ინფორმირება.

ბოდიშის გიხდით შეფერხებისთვის.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაფართოვდა
დრო: 2021-04-08 20:04:00

ქვეყანის წინაშე არსებული გამოწვევების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ გააფართოვა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა. 

გაფართოებული პროგრამა ითვალისწინებს, 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და ეხლა უკვე სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები,მოიჯარეთათვის პრივატიზებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიურ ჩართვას. აღნიშნული ცვლილებით გაჩნდება შესაძლებლობა, დამატებით, კერძო საკუთრებაში გადავიდეს დაახლოებით 10 985.48 ჰა სახნავ–სათიბი მიწა, რომელთა ჯამური საპრივატიზაციო ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა დაახლოებით, 2206 კერძო მოიჯარეს შეეხება. შესაბამისად, ყოველივე ეს  ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელი დამატებითი ფინანსური აქტივების მოსაზიდად  სათანადო გარემოს შექმნას.

 

ე.წ რიყის დოქები აუქციონზე იყიდება
დრო: 2021-02-04 14:14:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად კვლავ გამოიტანა.
ამჯერად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარს შეადგენს.  ამასთან, შეგახსენებთ რომ აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე  95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.

აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://www.eauction.ge/Home/EntityView/692982.

 

 

სახელმწიფო ქონების პრივატიზება 2020
დრო: 2021-01-29 14:22:14

პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით. მიმდინარე წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია. ამის შესახებ ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის.

პრეზენტაციაზე სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრივატიზების კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებზე.

„სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

პრეზენტაციაზე პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გამიჯვნის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ოპტიმიზაციის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისთვის უძრავი ქონების გადაცემა და სხვ. 

2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური  გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები.

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
დრო: 2020-11-28 12:11:00

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სამშენებლო სექტორის ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2020 წლის 11 დეკემბერს, 18.00 საათზე.

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ II  კონკურსში გამარჯვებულები 


საქართველოს მთავრობის დადგენილება No386

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პროექტი 30 % პროცენტის შემთხვევაში

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პროექტი კონკრეტული კვ.მ. ფართობის შემთხვევაში

სამკერვალო საწარმო ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში ამუშავდება
დრო: 2020-07-15 10:07:00
 

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით  „ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება. 
სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანიას სააგენტოსგან ქალაქ რუსთავში მდებარე 38055 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა. 
საწარმოს ასაშენებლად „ქართლი ტექსტილი“ 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 3 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს .
საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვანსაერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.

 

 

 

 

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში პრივატიზების გეგმა 134.25%-ით შეასრულა
დრო: 2020-05-11 17:50:05

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება შეძლო და პირველ კვარტალში პრივატიზების გეგმა 134.25%-ით შეასრულა. ამასთან, გაცნობებთ, რომ არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 32,500,000 ლარს შეადგენდა.

დრო: 2020-03-16 18:03:00

პრემიერ-მინისტრის დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით კორონავირუსთან (COVID- 19) დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დროებით წყვეტს მომხმარებელთა მიღებას მომსახურების ცენტრებში და გადადის სრულად ელექტრონული და სატელეფონო მომსახურების ფორმატზე.

განაცხადის მიღება - info@nasp.gov.ge; ასევე საქართველოს ფოსტის საკურიერო მომსახურებით.

განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://bit.ly/2ILsBpK

Online კონსულტაცია - nasp.gov.ge

Facebook -  http://bit.ly/3aQidZI

სატელეფონო კონსულტაცია - 588889455; 588889416; 588889406; 588889407;588889408; 588889410; 588889411; 588889412; 588889413;
 

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია https://stopcov.ge/

#stopcov 

ხობის მუნიციპალიტეტში "100 საინვესტიციო შეთავაზების" ფარგლებში, 30-მილიონიანი საწარმო აშენდება
დრო: 2020-02-21 17:29:03

ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, წარმოების პროცესში პოლიმერული გრანულები შეიქმნება, რომლის რეალიზება , როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე მოხდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

უწყების ცნობით, კომპანია ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას გეგმავს. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება.

„აღსანიშნავია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გასხვისდა 48 774 200 ლარის ღირებულების 45 ობიექტი. აღნიშნული პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს გულისხმობს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. აუქციონებზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფომრმაციაში.

ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
დრო: 2020-01-30 14:01:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკისა სამინისტროსა და USAID - ის პროგრამას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. კერძოდ, მხარეებმა შეათანხმეს  ინტერვენციების შინაარსი და მისი განხორციელების გზები.

ESP პროგრამა უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ ხელშეწყობას ეკონომიკური მოდელების შემუშავებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის გზით. დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემოდინებასა და რეგიონებში დასაქმების პოტენციალის გაზრდას.