რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-11-18 09:33:39

რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 342 904 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სს „რუსთავოილს“ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა გადასცა.

სს „რუსთავოილი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინერალური საწვავის, ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ახალი საწარმო წლის განმავლობაში 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას შეძლებს და 40 სამუშაო ადგილს შექმნის. 

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნა. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მხარდაჭერილია 211 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 249.21 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 246.25 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება  10369  ადამიანი.

გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-11-18 09:31:48

შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. კომპანიას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე 8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა. 

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საწარმოს ასაშენებლად შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ არანაკლებ 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 35 ადამიანი დაასაქმდება და წელიწადში 3000 ტონა პლასტმასის და მისი ნაწარმის ნარჩენები გადამუშავდება.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნა. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მხარდაჭერილია 211 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 249.21 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 246.25 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება  10369  ადამიანი.

 

 

თბილისში კიდევ ერთი ნიუტონის სკოლა გაიხსნება
დრო: 2016-11-16 17:22:40

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „განათლების განვითარების ჯგუფს“ 500 000 ლარად საკუთრებაში გადასცა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N30-ში მდებარე უძრავი ქონება.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განთავსდება 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, მინიმუმ 1 ერთეული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 100 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნებით. ასევე,  სულ მცირე 600 კვ.მ ფართის მქონე დახურული ტიპის სპორტული დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და  არანაკლებ 300 კვ.მ ფართის მქონე საცურაო აუზი. ინვესტორი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სულ მცირე 6 000 000 ლარის ინვესტიცია.

შპს „განათლების განვითარების ჯგუფის“ მიზას წარმოადგენს თანამედროვე განათლების ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მომავალი თაობების გაზრდა და მათთვის კრეატიული აზროვნებისა და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. აღნიშნული კომპანია ფლობს “ნიუტონის თავისუფალ სკოლას”, რომელმაც არსებობის მცირეწლოვანი ისტორიის მიუხედავად, შეძლო  და თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა სასწავლო დაწესებულებამ. მისი  მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებში.

ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ შენობა 707 000 ლარად გაიყიდა
დრო: 2016-11-10 16:35:22

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  პირობიან  აუქციონზე  ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ შენობა 707 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას უზრუნველყოფს და სულ მცირე 1 200 000 ინვესტიციას განახორციელებს.

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში (კინოთეატრი ,,სიხარული“) მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 18 ოქტომბერს გამოიტანა. უძრავი ქონების საწყისი ფასი  - 461 000 ლარს შეადგენდა. https://www.eauction.ge/Home/EntityView/358931

სახელმწიფო საწარმოთა შემცირების პროცესი გრძელდება
დრო: 2016-11-10 16:13:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს იმ საწარმოთა რაოდენობის ოპტიმიზაცია - მინიმიზაციის პროცესს, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

სახელმწიფო მართვაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას.

სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გაცნობებთ, რომ 2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ უმოქმედო საწარმოების რაოდენობა 351-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 139 საწარმოა, რომელთაგან 45 საწარმოზე, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება-დამუშავება, მათი ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო 7 საწარმოზე სასამართლოში მიმდინარეობს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება.

დღეის მდგომარეობით სააგენტოს მიერ გასხვისებულია 12 სახელმწიფო საწარმო, რომელთა მთლიანმა საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგინა 35 750 800 ლარი. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება განახორციელონ მინიმუმ 13 900 000 ლარის ინვესტიცია.

სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესს, რათა მოკლევადიან პერიოდში უმოქმედო საწარმოთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.

ანაზღაურებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ღირებულების მიმდინარე შედეგები
დრო: 2016-10-27 17:10:00

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა შეხვედრა  გამართა ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებთან.  შეხვედრის მიზანი იყო ანაზღაურებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ღირებულების მიმდინარე შედეგების შესახებ ამზომველებისათვის ინფორმაციის მიწოდება. პარალელურად მსგავსი შეხედვრა გაიმართა ქალაქ ქუთაისში, სადაც მოწვეულები იყვნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე აზომვითი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროექტის ფარგლებში1 აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 124 ამზომველ კომპანიას 1200 მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური, ჯამში 85000 ლარი აუნაზღაურა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს.

დ. აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა
დრო: 2016-10-03 00:10:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს  გადასცა.

კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.

რუსთავში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება
დრო: 2016-09-30 17:09:00

შპს „ქართული არყის კომპანია“ ქალაქ რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ასაშენებლად კომპანია სულ მცირე 650 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პირველ ეტაპზე საწარმო 2 000 000 ბოთლი, 0,5 ლიტრი მოცულობის, არყის რეალიზაციას გეგმავს. მეორე ეტაპზე, გახსნიდან 3–5 წელიწადში იგეგმება მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკური პარტნიორების ბაზრების ათვისება – უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. აღნიშნულ ბაზრებზე კომპანია 3 000 000 – 4 000 000 ბოთლი არყის რეალიზებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული არყის კომპანიას“  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 ლარად გადასცა.

შპს „ქართული არყის კომპანია“ ქალაქ რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ასაშენებლად კომპანია სულ მცირე 650 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პირველ ეტაპზე საწარმო 2 000 000 ბოთლი, 0,5 ლიტრი მოცულობის, არყის რეალიზაციას გეგმავს. მეორე ეტაპზე, გახსნიდან 3–5 წელიწადში იგეგმება მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკური პარტნიორების ბაზრების ათვისება – უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. აღნიშნულ ბაზრებზე კომპანია 3 000 000 – 4 000 000 ბოთლი არყის რეალიზებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული არყის კომპანიას“  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 ლარად გადასცა.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია “GEOPARS”-ს შორის საპრივატიზაციო ხელშეკრულება გაფორმდა
დრო: 2016-09-30 00:09:00

29 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია “GEOPARS”-ს შორის საპრივატიზაციო ხელშეკრულება გაფორმდა. 
ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. 
საპრივატიზებო ხელშეკრულების თანახმად, “GEOPARS”-ს სოფელ სუფსაში მდებარე 939098 კვ.მ. და 390161 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში საინვესტიციო პირობებით გადაეცა. კომპანიამ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 
„ეს არის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი მაგალითი. ინვესტორების მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს და სწორი ეკონომიკური კურსის დადასტურებაა. ასევე ეს არის საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტში მნიშვნელოვანია ირანული მხარის მონაწილეობა. „ის არის ნავთობის მფლობელი მხარე. თუკი ადრე მუდმივად იყო კითხვები, რომ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემთხვევაში, საიდან იქნებოდა მოწოდებული ნავთობი, ასეთი კითხვები დღევანდელი პროექტის მიხედვით იხსნება. ირანული მხარე არის როგორც ინვესტორი, ასევე იმ რესურსის მომწოდებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
პროექტის განხორციელებამდე “GEOPARS”-მა უნდა უზრუნველყოს პროექტის სრული ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასების (ESIA) განხორციელება. კვლევის შედეგები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს და უნდა გამოირიცხოს საწარმოს მშენებლობის დროს გარემოზე შესაძლო ყოველგვარი მავნე ზემოქმედება. ასევე დაცული უნდა იყოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენობლობის დროს შემოთავაზებული ტექნოლოგიის უსაფრთხოება ქარხნის ოპერირების პროცესში. ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს „ევრო 5“-ის სტანდარტს.
გარდა ამისა, კომპანია „GEOPARS”-ი განახორციელებს მეგა საინვესტიციო პროექტს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო არეალში. პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: ბიტუმის საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტროქიმიის საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი. 
პროექტის განხორციელების შედეგად, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 
საწარმოები იმუშავებენ ირანულ ნედლეულზე, რომელსაც მიიღებენ კონკურენტულ ფასში. პროექტის ლოგისტიკური პარტნიორი იქნება „ირანის ნაციონალური სატანკერო კომპანია. 
პროექტის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 1.5 მლრდ აშშ დოლარია.
მოკლე ინფორმაცია „GEOPARS”-ის დამფუძნებლების შესახებ
კომპანია „GEOPARS”-ი LLC “PCCI”-სა და LLC “Fryona Commerce”-ის მიერ არის დაფუძნებული.
“პეტროქიმიის საერთაშორისო კომერციული კომპანია“ (PCCI) “სპარსეთის ნავთობისა და გაზის განვითარების კომპანიის“ (POGDC) შვილობილი კომპანიაა. “PCCI”-ს აქტივობები ფოკუსირებულია:
• ინვესტიციებზე ნავთობისა და გაზის მიმართულებით;
• ნავთობ პროდუქტებით, პოლიმერებით, არომატული ნივთიერებებითა და LPG-ით ვაჭრობაზე.
“Fryona Commerce” ნავთობის სავაჭრო კომპანიაა. იგი დაარსებულია 2013 წელს. კომპანიის დამფუძნებლებს გააჩნიათ:
• მსოფლიოს მასშტაბით 15 მლნ ტონა ნავთობ პროდუქტების ვაჭრობის გამოცდილება;
• 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების commodity-ს (ოქრო, სპილენძი, მოლიბდენი) ექსპორტზე გატანის გამოცდილება;
• ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოების მართვის ექსტენსიური ცოდნა და გამოცდილება.

ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმო გაიხსნება
დრო: 2016-09-29 00:09:00

შპს „პოლიმერი 1“ ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმოს ააშენებს. საწარმო  პლასტმასისა და პლასტმასის ნაწარმის სხვადასხვა სახეობის პროდუქციას გამოუშვებს, მათ შორის, პოლიეთილენის გოფრირებულ და არა გოფრირებულ მილებს. კომპანია წელიწადში სულ მცირე 500 000 გ/მ პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.  

საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების მიზნით კომპანია 665 778  ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პოლიმერი 1“–ს  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალას 2990.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

 ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 204  პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 444 400 000 მილიონ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 000-ზე მეტი ადამიანი. 

„50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“
დრო: 2016-09-23 00:09:00

2016 წლის 20 სექტემბერს პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს წარმოუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული პროექტი, ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ რამდენიმე მიმართულებისგან შედგება:
• 50 ქონება შენი სასტუმროსთვის;
• ადგილები გზებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;
• ადგილები გადასახედი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ტურისტული მიმართულებების გათვალისწინებით შერჩეული იქნა 50 სახელმწიფო ქონება სასტუმრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. შერჩეული ქონებების შესახებ ინფორმაცია სრულად წარმოდგენილია სააგენტოს ვებ-გვერდს
www.nasp.gov.ge 
ბოლო წლების განმავლობაში ტირისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ტურისტების გაზრდილი ნაკადი საფუძველს ქმნის გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. პროექტში „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ წარმოდგენილია ტურისტულად აქტიურ მიმართულებებზე არსებული მიწის ნაკვეთები, როგორიცაა თბილისი-გომბორი-თელავის გზა, სტეფანწმინდა, გუდაური, რაჭა და ახალციხე. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში ასევე შემოთავაზებული იქნება სხვა ლოკაციები.

აღნიშნული პროექტი, ასევე მოიცავს ადგილებს გადასახედი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სადაც მოცემულია პოპულარული ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა ნაქერალას უღელტეხილი რაჭაში, „აბანოს გადასახედი“ თუშეთის მიმართულებით, ცხრაჯვარის, გოდერძის და გომბორის უღელტეხილებზე არსებული გადასახედები.
 

თბილისში რეგიონული ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დრო: 2016-09-19 00:09:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ რეგიონულ ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა და  დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. 

ღონისძიება 16 სექტემბერს სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში“ გაიმართა  და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-ზე მეტი მეწარმე დაესწრო. ფორუმს ასევე ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და სამთავრობო უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა, შემდეგ კი მეწარმეებს სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ფორუმის წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზებასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით.  პრეზენტაციის შემდეგ თითოეულ მეწარმეს საშუალება ჰქონდა  პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ემსჯელა.