საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „იწის წყალს“,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქალაქ ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩა #18 - ის მიმდებარედ 7288.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ფუნქციონირების დასაწყებად შპს „იწის წყალი“ 233 200 ლარის ინვესტიციასგანხორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს.
აღნიშნული საწარმო ყოველწლიურად 5 მილიონი ლიტრის ოდენობის მინერალური და მტკნარი წყლის წარმოებას შეძლებს, პროდუქციის ძირითადი ნაწილი კი ექსპორტზე გაიყიდება.
ამასთან, აღსანიშნავია რომ სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამში უკვე 186 საწარმოს დაეჭირა მხარი, მათ შორის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში 19 კომპანიას. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 407 მილიონ ლარს აჭარბებს და 8050-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.