უწყებებს შორის უკეთესი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად და სააგენტოს საქმიანობის განვითარების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ბ-ნი დავით ჭყონიას ინიციატივით შედგა შეხვედრები მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელსა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებს შორის.
თვითმართველობის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი. შეხვედრაზე გამოიკვეთა და განხილულ იქნა უწყებებს შორის არსებული პრობლემური და შეჩერებული საკითხები და დაისახა მათი გადაჭრის გზები. შეხვედრის შედეგად უწყებებს შორის აქტიურად აღდგა თანამშრომლობა და მიმოწერა. მიღებული შედეგი დადებითად აისახა რეგიონული ცენტრის ფუნქციონირებაზე და მომსახურების ხარისხზე.