ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში მარტში აღწერილია თბილისის კიდევ 2 უბანი
დრო: 2014-04-03 00:00:00

მობილური ჯგუფის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში თბილისში   9 უბნის აღწერა განახორციელა (ლილო, სამგორი, ფონიჭალა, ვარკეთილი, დიდგორი, თბილისისზღვა, ლისი, ზაჰედიდადიღომი), რაც მთლიანობაში  663 დაურეგისტრირებელ ობიექტს და 4 700 000 კვ.მ. მიწის ფართს შეადგენს. 

2014 წლის მარტის თვის მდგომარეობით დეპარტამენტმა განახორციელა 2 უბნის, სოლოლაკის და ორთაჭალის ინვენტარიზაცია. ამასთან, ორთაჭალის ინვენტარიზაცია არ დასრულებულა და დეპარტამენტის თანამშრომლები განაგრძნობენ აღნიშნული უბნის აღწერას. დღევანდელი მონაცემებით აღმოჩენილი მიწის ფართი შეადგენს 112 533 კვ.მ.-ს. გარეუბნებთან შედარებით ცენტრალურ უბნებში მჭიდრო დასახლების და მაღალსართულიანი კორპუსების არსებობის გამო რთულდება ფართის იდენტიფიცირება. ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონება ძირითადად რეგისტრირებულია და ამ კუთხით გარეუბნებში მეტი დაურეგისტრირებელი ობიექტების აღმოჩენის ალბათობაა.  

მოკვლეული ინფორმაცია სახელმწიფო ქონების შესახებ განთავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთიან პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება როგორც თანამშრომლების, ასევე - ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. თბილისის ინვენტარიზაციის დასრულება გეგმის მიხედვით მოსალოდნელია 2014 ზაფხულამდე.

ინვენტარიზაციის პროექტი გრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2014 წლიდან დაგეგმილია სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის დაწყება რეგიონებში.

სააგენტოს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზებაში საკონსულტაციო კომპანია PMCG გაუწევს დახმარებას
დრო: 2014-03-28 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო USAID-ის (აშშ-ს განვითარების სააგენტო) ერთ-ერთი პროგრამის - HICD PLUS (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამა) დახმარებით განახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს საოპერაციო პროცედურების ოპტიმიზებას და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდას.

სააგენტოს ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლისა და ფუნქციების ხელახალი გადანაწილების შემდეგ კვლავ გაგრძელდა მუშაობა პროცედურების ოპტიმიზაციის, სტრუქტურული ერთეულებისა  და კადრების გაძლიერებისათვის. ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დადგა გარკვეული ბიზნეს პროცესების ცვლილების საჭიროება, რაც მოიცავს პროცედურების განახლებისა და ახალი ინსტრუქციების შედგენის პროცესებს.

აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად HICD PLUS-ის მიერთებერვალში გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია „PMCG”, რომელიც უშუალოდ განახორციელებს პროექტს. პროგრამის ხანგრძლივობა 5 თვეს/20 კვირას შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში PMCG ვალდებულია:

  • განავითაროს/გააუმჯობესოს სააგენტოს ბიზნეს პროცესები, რომლებიც საჭიროებენ ოპტიმიზაციას;
  • შეიმუშავოს დეტალური აღწერილობები/ინსტრუქციები ყველა ბიზნეს პროცესისათვის;
  • ჩამოაყალიბოს სამუშაო აღწერილობები;
  • გაუმჯობესოს შიდა კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარების პროცესი;
  • დახმარება გაუწიოს სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში;
  • განავითაროს საქმიანობის შეფასების ინდიკატორები საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად;
  • ჩაატაროს ტრენინგები სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის ცვლილებების მენეჯმენტის კუთხით;
  • განსაზღვროს სააგენტოს საკადრო სტრატეგია.

პროექტის ფარგლებში პირველი სამუშო შეხვედრა 27 მარტს შედგა. სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში, 5 თვის განმავლობაში ითანამშრომლებს ხელმძღვანელობასთან, სტრატეგიული განვითარების დეპარტმენტთან და სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან.

პრივატიზებულია
დრო: 2014-03-25 00:00:00

2014 წლის 6 მარტს ჩატარდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ინიცირებული ელექტრონული აუქციონი, რის შედეგადაც გარდაბანში, კერძოდ კი სოფელ მარტყოფში,ვაზიანში მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 16 750.00 კვ.მ-ს. აუქციონში გამარჯვებულია შპს „კრიოქვანტ-ტექნოლოგია“. საპრივატიზებო ობიექტი, რომელიც 190 000 ლარად იყო შეფასებული, საბოლოოდ 195 000 ლარად გაიყიდა. 
ამავე თარიღში ჩატარდა კიდევ ერთი აუქციონი, რის შედეგადაც ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე განხორციელდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზება. საპრივატიზებო ობიექტის ფართი 1379.00 კვ.მ-ს შეადგენდა. აღნიშნულ აუქციონში გაიმარჯვა შპს „მადანმა“. საპრივატიზებო ობიექტი, რომელიც 72 000 ლარად იყო შეფასებული საბოლოოდ 73 000 ლარად გაიყიდა.

თბილისის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრმა ივლისიდან თებერვლის ჩათვლით 15106 მოქალაქე მიიღო
დრო: 2014-03-25 00:00:00

გახსნიდან დღემდე - 2013-2014 წლის ივლისი-თებერვლის პერიოდში, სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრმა 15 106 მოქალაქე მიიღო. მიღებული წერილების რაოდენობა ამავე პერიოდის განმავლობაში 7 022 წერილს შეადგენდა. ცენტრი დღეში საშუალოდ 110 მოქალაქეს ემსახურება.

ცენტრის ახლებური მოწყობა და მისი იუსტიციის სახლში გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სააგენტოსათვის მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. გაუმჯობესდა კომუნიკაცია, პროცესები გამარტივდა და გაიზარდა მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

დაინტერესებული პირი დღეს კვალიფიციურ კონსულტაციას იღებს ცენტრის თანამშრომლებისაგან. შემოსული კორესპონდენცია და მოთხოვნები უკეთესად არის დამუშავებული და მომზადებული, რაც ამარტივებს შემდგომ რეაგირებას. ზოგადად, მომსახურების ცენტრმა გაზარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და  გამჭვირვალობა, რასაც მომხმარებლებიც ადასტურებენ.

 

თბილისის მომსახურების ცენტრის 2013-2014 წლის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

   თბილისის მომსახურების ცენტრი დროებით კვლავ ეკონომიკის სამინისტროს შენობაშია განთავსებული, თუმცა თბილისის იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ცენტრი ჩვეულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდება.

1 მარტიდან სააგენტო ახალი ორგანიზაციული სტრუქტურით განაგრძობს მუშაობას
დრო: 2014-03-01 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკონსულტაციო კომპანიის „სინერჯი ჯგუფის“ დახმარებით შეიმუშავა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სააგენტოს წინაშე მდგარ პრიორიტეტულ გამოწვევებს პასუხობს. ახალ სტრუქტურაში მთავარი აქცენტები სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდაზე გაკეთდა. 
ახალი სტრუქტურა ვერტიკალურიდან ჰორიზონტალური მართვის მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს და სააგენტოს დასახული მიზნების მიღწევისა და შესაძლებლობების ეფექტური რეალიზების საშუალებას მისცემს. 
სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობა 2013 წლის აგვისტოში დაიწყო. ახალი სტრუქტურის ფორმირების პროცესში „სინერჯი ჯგუფის“ სპეციალისტებთან ერთად სააგენტოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ასევე სააგენტოს ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სხვა თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ახალი სტრუქტურა ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევა. 
სტრუქტურული ცვლილებები: 
ახალი სტრუქტურის მიხედვით სააგენტოს ნაცვლად ორისა, ეყოლება სამი მოადგილე. აღნიშნული ცვლილება მოადგილეებს შორის ამოცანებისა და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებას და სტრატეგიულ ამოცანებზე ეფექტურ ორიენტირებას შეუწყობს ხელს.
ახალ სტრუქტურაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და სტრატეგიული დეპარტამენტი დამოუკიდებელ რგოლებად იფუნქციონირებენ და სააგენტოს თავმჯდომარის დაქვემდებარებაში გადაინაცვლებენ. გარდა ამისა, სტრატეგიული დეპარტამენტის ორ სამსახურს (მარკეტინგი და ბიზნეს პროცესების სამსახური) ემატება მესამე - დაგეგმვისა და კონტროლის სამსახური, რომლის შექმნის მიზანია ანგარიშვალდებულების ახალი სისტემის შექმნა და დანერგვა მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდას გამოიწვევს. 
სააგენტოს დაემატა კიდევ ერთი ახალი სტრუქტურული ერთეული - რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტი, სადაც თავს მოიყრის რთულად განსახილველი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაში კვალიფიციური და გამოცდილი მენეჯერები ჩაერთვებიან. 
ახალ სტრუქტურაში გადაწყვეტილებების მიღება გასულ წელს დანერგილი კომიტეტების მეშვეობით მოხდება. კომიტეტი გადაწყვეტილების ობიექტურად მიღების საშუალებას აძლევს ხელმძღვანელობას და ასევე თანაბრად ანაწილებს პასუხისმგებლობას მის მონაწილე წევრებს შორის. კომიტეტების მეშვეობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ქონების განკარგვა/მართვა, საწარმოთა მართვა, სტრატეგიული ცვლილებები და იურიდიული საკითხები. 
ახალი სტრუქტურა დაკომპლექტდა სააგენტოს არსებული კადრებით. სტრუქტურის ძალაში შესვლისა და ფუნქციების ახალი გადანაწილების შემდეგ გაგრძელდება მუშაობა პროცედურების ოპტიმიზაციის, სტრუქტურული ერთეულებისა და კადრების გაძლიერებისათვის.

თბილისის მომსახურების ცენტრი - ახალი სტანდარტი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
დრო: 2014-02-13 00:00:00

თბილისის მომსახურების ცენტრის იუსტიციის სახლში გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სააგენტოსათვის მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 
2013 წლის განმავლობაში (ივლისი-დეკემბრის პერიოდში) სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრმა 11 452 მოქალაქე მიიღო. მიღებული წერილების რაოდენობა ამავე პერიოდის განმავლობაში 5 193 წერილს შეადგენდა. 
ცენტრის ახლებურმა მოწყობამ, გაწეულმა სამუშაოებმა და ტრენინგებმა განაპირობა მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვა და მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ცვლილებას განეკუთვნებოდა მოქალაქეთა შემსრულებლებთან პირისპირ კონტაქტის შეზღუდვა, მომსახურების ცენტრის თანამშრომლების პირდაპირი დაშვება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე წერილის შექმნის შესაძლებლობით და ა. შ. 
ფრანტში მოსული დაინტერესებული პირი დღეს კვალიფიციურ კონსულტაციას იღებს ცენტრის თანამშრომლებისაგან. შესაბამისად, შემოსული კორესპონდენცია და მოთხოვნები უკეთესად არის დამუშავებული და მომზადებული, რაც ამარტივებს შემდგომ რეაგირებას. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემოსული განცხადება პირდაპირ ცენტრიდან ხვდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და აღარ გადის დამატებით პროცესს. 
თავად მოქალაქეები დადებითად აფასებენ ახალ შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ უფრო დეტალურად განიხილონ საკუთარი საქმე/დაინტერესება კონსულტანტთან. 
2014 წლის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში, სადაც სააგენტო იზრუნებს იგივე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვაზე და განახორციელებს შესაბამის რეფორმებსა და სამუშაოებს. 
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს კარგი მმართველობის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უმთავრესი ამოცანაა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 
თბილისის მომსახურების ცენტრი დროებით კვლავ ეკონომიკის სამინისტროს შენობაშია განთავსებული, თუმცა ვიმედოვნებთ, სარემონტო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლში მალე დასრულდება და ცენტრი ჩვეულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდება.

სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს არქივის ელექტრონიზაციის პროექტი
დრო: 2014-01-30 00:00:00

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის დაიდო ხელშეკრულება საარქივო მომსახურებაზე, რომლის მიზანია ერთიანი, დაზუსტებული ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა.  
პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წლის ნოემბერში და გაგრძელდება 2015 წლის ოქტომბრამდე. 
პროექტის ფარგლებში განხორციელდება  სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დოკუმენტური არქივის ელექტრონიზაცია და სისტემატიზაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 ნოემბრის N 1-1/336 ბრძანების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მართვაში გადაეცა სამინისტროს არქივი და პასუხისმგებელია მის დამუშავებასა და ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე. სამინისტროს არქივი მოიცავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 1936  წლიდან იმ ლიკვიდირებული სამინისტროების (სულ: 13 სამინისტრო) საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ დოკუმენტებს, რომელთა სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ამ ეტაპზე დაკომპლექტებულია სკანირების ჯგუფი და შეძენილია სპეციალური მაღალ-ტექნოლოგიური სკანერები. პროექტის შედეგად სააგენტო მიიღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და სრულყოფილ ელექტრონულ არქივს, სადაც თავმოყრილი იქნება  სააგენტოს მფლობელობაში არსებული საარქივო დოკუმენტაცია.აღნიშნული მნიშვნელოვნად გაამარტივებს დოკუმენტების მოძიებას, დააჩქარებს მომსახურებას და დადებითად აისახება  მომსახურების ხარისხზე რეგიონული მასშტაბით.

ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საწარმოებში ახალი შეფასების სისტემები და რისკების განსაზღვრვის მეთოდოლოგია შეიმუშავა
დრო: 2014-01-27 00:00:00

2013 წელს   სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში კონტროლის მექანიზმის სრულყოფის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზის და ბიზნესის განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით ანალიტიკური დეპარტამენტი შეიქმნა.

ამჟამად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 431 საწარმოა, რომლებიც შემდეგ სფეროებში ახორციელებენ საქმიანობას: სამედიცინო მომსახურება, ტრანპორტი, კომუნიკაციები, სამშენებლო სერვისები, ტურიზმი/სასტუმრო მოსახურება და უძრავი ქონების მართვა.

საწარმოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილია კომპანიათა სიცოცხლისუნარიანობის დადგენა ისტორიული/მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლების და აქტივების ბაზის ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო საწარმოთა შეფასება მათი შემდგომი რეორგანიზაციის მიზნით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოების და აქტივების შერჩევა, რომლებიც დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში განუსაზღვრელი ვადით. ასევე გამიზნულია იმ არასტრატეგიული გადახდისუნარიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების შერჩევა, რომელთაც შეიძლება ჩაუტარდეს პრივატიზაციის ან რეორგანიზაციის პროცედურები.

ერთ-ერთ მთავარ სიახლეს ფინანსური რისკების განსაზღვრის კუთხით შეფასების სპეციალური მატრიცის შემუშავება წარმოადგენს. ახალი მატრიცის მიხედვით, განისაზღვრა ფინანსური რისკების კატეგორიები, მათი შეფასების კრიტერიუმები და შემუშავდა გადაწყვეტილებების მიღების შაბლონი და ინსტრუქცია, რაც მნიშვნელოვნად   გაადვილებს ანალიზს და გააუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხარისხს. მოხდა არსებული საწარმოების კატეგორიზაცია რისკების ჯგუფების მიხედვით და დაინერგა მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზე კლასიფიცირებულ კომპანიებში, პერიოდულად ჩატარდება ფინანსური მდგომარეობის გადამოწმება და რისკების შეფასება.

ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ასევე შეიმუშავა საწარმოებიდან ინფორმაციის შეგროვების შაბლონი და ინსტრუქცია. აღნიშნული დოკუმენტები საწარმოებისგან მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის სტანდარტიზაციას, სრულყოფას და ხარისხიანი ფინანსური ანალიზის ჩატარების პროცესის გაადვილებას ემსახურება. დეპარტამენტმა შაბლონის გასაცნობად თბილისში, ქუთაისსა და გორში სამი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს 71 საწარმოს წარმომადგენლები და ფინანსური მენეჯერები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების აქტივების ტესტირებამ აჩვენა, რომ არსებული პორტფელის უმეტესი ნაწილი საჭიროებს აქტივების გადახედვას IFRS-ის მეთოდით ხარისხის, მართვისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად. ამისთვის შემუშავებულ იქნა კომპანიების მიერ საკუთარი აქტივების IFRS სტანდარტის გამოყენებით გადაფასების სტრატეგია, კერძოდ: ადაპტირდა გადაფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, მოხდა გადაფასების შედეგების პირველადი ანალიზი და მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ კომპანიებს დაევალოთ მომავალი წლის განმავლობაში მოახდინონ აქტივების გადაფასება IFRS სტანდარტების მიხედვით, გარე აუდიტის მეშვეობით.

„პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეიცვალა მიდგომები საწარმოების რისკების შეფასების კუთხით. შემუშავდა საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვების ახალი ფორმა. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია იყო არასრულყოფილი, რაც შეუძლებელს ხდიდა სრულყოფილი ფინანსური ანალიზის ჩატარებას. ახალი ფორმა საკმაოდ ინფორმატიულია და ემსახურება დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საწარმოების ბიზნეს გეგმების სწრაფად და ეფექტურად განხილვა-დამტკიცებას.- აღნიშნა 2013 წლის საქმიანობის შეჯამებისას ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან მენაბდემ.

2013 წელს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 431 საწარმოდან 77-მა კომპანიამ წარმოადგინა ბიზნეს-გეგმა, დამტკიცდა - 28, უარყოფილი იქნა -5, ხოლო 44 ბიზნეს-გეგმა განხილვის პროცესშია.

 

2013 წელს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
დრო: 2014-01-21 00:00:00

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაცია:

2013 წელს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, 2014 წლის 1 იანვრიდან დასაშვები გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემა. ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო რეგულაციით აკრძალული იყო სახნავი / სათიბი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების რაციონალური გამოყენების ხელშესაწყობად, კანონით დაშვებული გახდა ასეთი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა. სარგებლობაში გადაცემის მაქსიმალური ვადაა 49 წელი.

შესაძლებელი გახდა სარდაფებისა და ნახევარსარდაფების საკუთრებად რეგისტრაცია:

სახელმწიფოქონებისეროვნული სააგენტოს დასაჯარო  რეესტრისერთობლივითანამშრომლობის  შედეგად ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელმაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საჯარო რეესტრში სარდაფების დარეგისტრირების საშუალება მისცა. აღნიშნული დადგენილების მიღება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2008 წლიდან2013 წლამდეკანონმდებლობისხარვეზისგამოშეუძლებელიიყოსარდაფებისადანახევარსარდაფებისკერძოსაკუთრებადრეგისტრაცია. ახალი დადგენილების საფუძველზე, მოხდა სარდაფის  ცნების დაზუსტება და სულმცირე 600 მოქალაქესშესაძლებლობამიეცასაჯარორეესტრისეროვნულსააგენტოში  საკუთრებისუფლებითდაირეგისტრირონქონება.

„ამნისტიის აქტი“ საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით:

2013 წელს გატარებული ცვლილებების შედეგად მიღებულ იქნა ე.წ. „ამნისტიისაქტიც", რაცგულისხმობს, რომსახელმწიფოქონებისგანკარგვისადასარგებლობაშიგადაცემისსაფუძველზეგაფორმებულიხელშეკრულებებისმხარეებს - ათასობითფიზიკურდაიურიდიულპირსეპატიაინფორმაციისწარდგენისვადისდარღვევისათვის 2014 წლის 1 იანვრამდედაკისრებული/დასაკისრებელიგადასახდელიპირგასამტეხლო. საქართველოსმთავრობის 2013 წლის 28 მარტისდადგენილებისსაფუძველზესაინვესტიციოგარემოსგაუმჯობესებისადაინვესტორებისხელშეწყობისმიზნით, შეიქმნა „სახელმწიფოქონებისგანკარგვისმიზნითდადებულხელშეკრულებებთანდაკავშირებულისაკითხებისშემსწავლელიკომისია", რომელმაცგანიხილა 50-ზემეტსაინვესტიციოპროექტთანდაკავშირებულისაკითხები, რისშედეგადაცგანახლდა 360 მილიონაშშდოლარზემეტიოდენობისსაინვესტიციოპროექტებიდაინვესტორებსეპატიათ 16 მილიონაშშდოლარსადა 6.5 მილიონლარზემეტიოდენობისპირგასამტეხლო.აღნიშნულმა ცვლილებამ  შესაძლებლობამისცაბიზნესსპირგასამტეხლოსთანხებიუშუალოდსაინვესტიციოპროექტებისსამომავლოგანვითარებასმოახმარონ.

 

 

კონკურსის შედეგად სააგენტოს 7 ახალი თანამშრომელი შეემატა
დრო: 2014-01-15 00:00:00

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კონკურსის გამოცხადება სხვადასხვა თანამდებობებზე 2013 წლის თებერვლიდან დაიწყო და  ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
კონკურსის მსვლელობას კოორდინაციას უწევდა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ხათუნა გვილავა, ხოლო გადაწყვეტილებებს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია იღებდა, რომლის შემადგენლობაც, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე პერიოდულად იცვლებოდა.
წინასწარ შედგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოში 95 პოზიციაზე  გამოცხადდა კონკურსი და განთავსდა საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე hr.gov.ge-ზე. დაინტრესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეგზავნათ თავიანთი CV და თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში.  ვაკანტურ პოზიციებზე შემოვიდა 7940 განაცხადი. კონკურსის პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო შემდეგ გასაუბრებაზე/ტესტირებაზე დაბარებული იყო 1954 შერჩეული კანდიდატი, აქედან  მომსახურების ცენტრებში გასაუბრებაზე დაბარებული იყო 288 კანდიდატი. კონკურსის ბოლო ეტაპი ითვალისწინებდა  არჩეული კანდიდატების გასაუბრებას სააგენტოს თავმჯდომარესთან. 
საბოლოო შედეგით, კონკურსის წესით დაინიშნა 165 არსებული თანამშრომელი, 3 თანამშრომელი დაწინაურდა და აყვანილ იქნა 7ახალი თანამშრომელი. 9 კონკურსი, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა საკონკურსო ზღვარი ვერ გადალახა, ჩაშლილად გამოცხადდა.
კონკურსის თაობაზე კომენტარი გააკეთა ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა და კომისიის წევრმა ხათუნა გვილავამ: „ამ პროცესის გავლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების გამო სავალდებულო გახდა, იმ თანამდებობებზე რომლებზეც პირები მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნულნი 2014 წლის პირველ იანვრამდე კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო.  კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოსა და კახეთის მომსახურების ცენტრებში კონკურსანტების აქტივობა  დაბალი იყო.  კონკურსი  ჩატარდა კანონით გათვალისწინებულ ვადებში,რის შედეგად, სააგენტოში 2014 წლის პირველი იანვრისთვის ყველა თანამშრომელი კონკურსის წესით დაინიშნა“.

ორი ახალი ელექტრონული მისამართი და გაუმჯობესებული კომუნიკაცია მომხმარებელთან
დრო: 2014-01-13 00:00:00

საჯარო ინფორმაცია ღიაა  და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა  publicinfo@nasp.gov.ge. აღნიშნული ელ. ფოსტა მითითებული იქნება სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც დასრულებულია და ტესტირების რეჟიმში იმყოფება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მობილური ჯგუფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემას. აღნიშნულ ელ. ფოსტაზე მიღებული მოთხოვნა გათანაბრებულია ფრანტისა თუ ფოსტის მეშვეობით მიღებულ სხვა მოთხოვნებთან და მას ენიჭება რიგითი ნომერი დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში. 

ამას გარდა, დაინტერესებულ პირებს  მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უკვე შეუძლიათ სააგენტოს მიმართონ მისამართზე info@nasp.gov.ge,  აღნიშნულ ელ.ფოსტას ეცნობიან ქოლ ცენტრის ოპერატორები, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებენ საკითხის სტატუსს შემსრულებლებთან და  დაინტერესებულ პირს გასცემენ კვალიფიციურ პასუხს.   

სააგენტო კვლავაც აგრძელებს მუშაობას მის კომპეტენციაში შემავალი სერვისების განვითარების და გაუმჯობესების მიმართულებით.  

ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში აღწერილია თბილისის 9 უბანი
დრო: 2014-01-10 00:00:00

მობილური ჯგუფის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაასრულა 9 უბნის ინვენტარიზაცია (.პროექტი სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 2013 წლის მარტიდან დაიწყო და სააგენტოს განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს.

დღევანდელი მონაცემებით აღმოჩენილია 663 დაურეგისტრირებელი ობიექტი, მიწის ფართი შეადგენს 4 700 000 კვ.მ.-ს. 

უბნები, სადაც ჩატარდა ინვენტარიზაცია:
•    ლილო
•    სამგორი
•    ფონიჭალა
•    ვარკეთილი 
•    დიდგორი
•    თბილისის ზღვა 
•    ლისი
•    ზაჰესი
•    დიღომი

თბილისის ინვენტარიზაციის დასრულება გეგმის მიხედვით მოსალოდნელია 2014 წლის ზაფხულამდე. ასევე 2014 წლიდან დაგეგმილია სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის დაწყება რეგიონებში.
მოკვლეული ინფორმაცია სახელმწიფო ქონების შესახებ განთავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთიან პორტალში და ხელმისაწვდომი იქნება როგორც თანამშრომლების, ასევე - ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.