საქართველოში გერმანული საერთაშორისო სკოლის ასაშენებლად შეთანხმება გაფორმდა
დრო: 2014-12-10 00:00:00

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის დოქტორ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში, გერმანულმა და ქართულმა მხარეებმა ხელშეკრულება  გააფორმეს.

 ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გადასცა, სადაც სკოლის ახალი შენობა აშენდება.

შეთანხმებას ხელი   გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე  ეკატერინე დანელიამ მოაწერა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის მიწის გადაცემა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო საგანმანათლებო ურთიერთობის თვალსაზრისით.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში მონიტორები დამონტაჟდება
დრო: 2014-11-21 00:00:00

სააგენტოს მომსახურების რეგიონულ ცენტრებში საინფორმაციო მონიტორები დამონტაჟდება. მონიტორების მეშვეობით მოქალაქეები შემდეგი სახის ინფორმაციას გაეცნობიან:

სააგენტოს ვებ-გვერდზე, შეთავაზებების მოდულში არსებული საპრივატიზებოდ გამოტანილი ქონებები რეგიონების მიხედვით; 
· სახელმწიფო პროგრამისათვის „აწარმოე საქართველოში“ იდენტიფიცირებული ქონებები; 
· სააგენტოს სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის მიზანია ლოკალურ დონეზე საპრივატიზებო ქონებების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. 
მონიტორი უკვე დამონტაჟდა სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრში. მსგავსი მონიტორების დამონტაჟება ეტაპობრივად სააგენტოს ყველა მომსახურების ცენტრში განხორციელდება. 
მონიტორებზე განსათავსებელი ინფორმაცია მუდმივად განახლდება სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.

საქმისწარმოების ვადებთან დაკავშირებით სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
დრო: 2014-11-17 00:00:00

2014 წლის 15 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს საქმისწარმოების ვადებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ. 
ტრენინგი მიზნად ისახავდა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით თანამშრომლების ინფორმირებას, ვადის მნიშვნელობისა და საქმისწარმოების ვადის დაცვით განხორციელების სამართლებრივი შედეგების შესახებ. 
სატრენინგო კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა ტესტირებას საქმისწარმოების ვადების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნის შეფასების მიზნით. ტრენინგს 180 თანამშრომელი ესწრებოდა. აღნიშნული ტრენინგი გააუმჯობესებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე თანამშრომლების მხრიდან დროულად და ვადების დაცვით რეაგირებას და ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის.

პირველმა მომხმარებელმა უკვე მიიღო SMS შეტყობინება საქმისწარმოების დასრულების შესახებ
დრო: 2014-11-17 00:00:00

დღეიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მომხმარებლები საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციას სმს შეტყობინების სახით მიიღებენ. 
ოპერატორის მიერ წერილის გატარების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერისთანავე მოქალაქესთან ავტომატურად მივა სმს შეტყობინება მისი განაცხადის წარმოებაში მიღების შესახებ. მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებშიც: 

· განაცხადის რეგისტრაციის დროს; 
· განაცხადზე ხარვეზის დადგენის და განხილვის ვადის შეჩერების შემთხვევაში; 
· წერილის განხილვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში; 
· გადაწყვეტილების მომზადების შემთხვევაში; 
· წერილის ჩამოწერის შემთხვევაში. 

სააგენტოში აღნიშნული სიახლის დასანერგად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთობლივად იმუშავეს საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების, დაგეგმვისა და კონტროლის და კორესპონდენციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

 

აბაშის რაიონში საინფორმაციო ფლაერები გავრცელდა
დრო: 2014-10-28 00:00:00

27 ოქტომბერს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელების მიზნით აბაშის რაიონში სარეკლამო ბუკლეტები გაავრცელა. ინფორმაციას აუქციონის შესახებ ლოკალურ დონეზე შეიტყობს ობიექტის ირგვლივ მდებარი სოფლებში მაცხოვრებელი 4000 - მდე ადამიანი, რაც www.eauction.ge-ზე მსგავსი ტიპის აუქციონის ნახვების საშუალო რაოდენობაზე 20-ჯერ მეტია. 

· გაღმა კოდორი; 
· კეთილარი; 
· გულეიკარი; 
· გამოღმა კოდორი; 
· პირველი ეწერი; 
· მეორე ეწერი; 
· ნაესკაო; 
· სუჯუნა; 

რაიონში გამოცხადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონი 2 357 040 კვ.მ ფართობს შეადგენს და ერთ ლოტად არის გამოცხადებული . 
საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებაში მარკეტინგისა და საზოგადოების სამსახურს საქართველოს ფოსტა უწევს დახმარებას, რომელიც უზრუნველყოფს ჩამოთვლილ სოფლებში ბუკლეტების ჩატანას და ადგილზე გავრცელებას. 
აღნიშნული კამპანია ხელს შეუწყობს ინფორმაციის ეფექტურ გავრცელებას სააგენტოს განსაკარგავი ობიექტების შესახებ. ასევე, ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერების დონე სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
დრო: 2014-08-19 00:00:00

19 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უანგაროდ გაიღეს სისხლი, რითიც თანადგომა გამოხტეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. აღნიშნული აქცია თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მხარდაჭერით განხორციელდა. 

შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. უანგარო დონაციის ფარგლებში, თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მობილურმა ჯგუფმა უწყების თანამშრომლებისათვის ადგილზე იმუშავა.

 

www.privatization.ge-ს ფუნქციონალი უკვე სააგენტოს ვებ-გვერდზე
დრო: 2014-08-19 00:00:00

სააგენტოს ვებ-გვერდს, რომელიც მუდმივი განვითარებისა და დახვეწის რეჟიმშია, ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ კი, განხორციელდა პრივატიზების ბმულის - www.privatization.geსააგენტოს ვებ-გვერდზე ინტეგრირება. დღეიდან, მომხმარებელს საშუალება აქვს სააგენტოს ვებ-გვერდზე მოიძიოს პრივატიზების ბმულზე არსებული ისეთი ინფორმაციები, როგორიც არის აუქციონების შედეგები, მიმდინარე აუქციონები და არქივი. ასევე, მომხმარებელი, რომელიც www.privatization.ge-ზე შემოვა, ავტომატურად გადამისამართდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

აღნიშნულ  პროექტზე მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სსიპ „სმარტ-ლოჯიკთან“ და შპს „არტმედიასთან“ ერთად მუშაობდა. სამუშაოები მოიცავდა პროგრამულ უზრუნველყოფას და სერვერის უსაფრთხოების ზომების დაცვას.

მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განაგრძობს სააგენტოს საიტის ფუნქციურ და ინფორმაციულ განვითარებას, რომ მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება გახდეს მაქსიმალურად ეფექტური, ხარისხიანი და გამჭვირვალე.

 

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება
დრო: 2014-08-01 00:00:00

2014 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა  სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესულ ცვლილებებზე, რომლის ინიცირება მთავრობის დადგენილებაში ბენეფიციართა რიცხვის გასაზრდელად განხორციელდა.

ცვლილებების თანახმად, მოიხსნა სესხის მოცულობის ზედა ზღვარი, რომელიც გახლდათ 2 მლნ აშშ დოლარი.  ასევე, მოხდება არა მხოლოდ დამწყები საწარმოების ხელშეწყობა, არამედ არსებული ბიზნესების გაფართოება.

დღეიდან  უკვე დაინტერესებულ მეწარმეებს შეეძლებათ მიმართონ ბანკს და ისარგებლონ სესხზე შეღავათიანი პირობებით, რათა მოახდინონ არსებული ბიზნესის გაფართოება ან გადაიარაღება. აღნიშნული აამაღლებს არსებული საწარმოების პროდუქტიულობას და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.

“აწარმოე საქართველოში“ - ბოლო ღია კარის დღე ბათუმში
დრო: 2014-07-28 00:00:00

25 ივლისს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. 
სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ღია კარის დღეების ციკლი 7 ივნისიდან დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. ღია კარის დღეები გარკვეული პერიოდულობით ჩატარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სულ ღონისძიებებს ცხრაასამდე დაინტერესებული მეწარმე დაესწრო, რომელთაც კონსულტაცია გაეწიათ ასამდე ქონების შესახებ. ღია კარის დღეების საშუალებით დაინტერესებულ მეწარმეებს და ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის კომპონენტების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. 
ბათუმში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. 
შეხვედრას 200-მდე სტუმარი დაესწრო. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები. მეწარმეებმა ინტერესი გამოთქვეს სახელწმიფო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები. 
ღია კარის დღეზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში. 

დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: 
www.qartuli.gewww.nasp.gov.ge

 

“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ოზურგეთში
დრო: 2014-07-28 00:00:00

24 ივლისს, ქ. ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, გურიის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.

სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.

ოზურგეთში შეკრებილმა მეწარმეებმა განსაკუთრებული ინტერესითა და სიმწვავით წამოჭეს ფინანსური მხარდაჭრის კომპონენტთან დაკავშირებული საკითხები. მეწარმეები დაინტერესდნენ საკალმახე მეურენობებისა და თაფლის წარმოების განვითარების შესაძლებლობებით.

ღია კარის დღეზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, დუშეთში, ახალციხეში და ზუგდიდში. 

დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე:
www.qartuli.gewww.nasp.gov.ge

 

“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ზუგდიდში
დრო: 2014-07-25 00:00:00

24 ივლისს, ქ. ზუგდიდში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სამეგრელოს რეგიონის მეწარმეები. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. 
წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები.

სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.

ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, დუშეთში, ახალციხეში და ქუთაისში. 
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: 
www.qartuli.gewww.nasp.gov.ge

“აწარმოე საქართველოში“ - ღია კარის დღე ქუთაისში
დრო: 2014-07-18 00:00:00

23 ივლისს, ქ. ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის შენობაში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რწმუნებულ–გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

მეწარმეების დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო აღნიშნული ღონისძიებისადმი. შეხვედრას 200–მდე მეწარმე დაესწრო. პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გამართა. წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმართულებები და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები. პროგრამის პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები. ძირითად ინტერესს იწვევდა ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.

სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები. სააგენტოს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები.

ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ბანკები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდნენ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა ღია კარის დღეები და ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, დუშეთში და ახალციხეში.

დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია ვებ-პორტალზე: www.qartuli.ge;www.nasp.gov.ge